კონგრესმენებმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი წარადგინეს-შეფასებები

11 თებერვალი 2021, 15:12 629 ნახვა

კონგრესში ინიცირებული აქტი უპრეცედენტოა და ინფორმაციაში მნიშვნელოვანი გზავნილებია- აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანი თქმით,  აქტი შესაბამისად გაივლის პროცედურებს და გადაიდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები საქართველოსთვის. საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, არის გადამწყვეტი, კრიტიკულად მნიშვნელოვანი თქვა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა. საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, კონგრესმენებმა ადამ კინზინგერმა და გერი კონოლიმ წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტი კვლავ წარადგინეს. კანონპროექტი ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთი აღვივებს არეულობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში