ოცნება: გირაოს გადახდა მელიას თავად მოუწევს

11 თებერვალი 2021, 20:07 794 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ნიკა მელიას ტყუილსა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე.

მისი ინფორმაციით, ე.წ. უნიკალური კოდი, რომლის გარეშეც, ნიკა მელიას თქმით, მასზე დაკისრებული გირაოს გადახდა შეუძლებელია, მხოლოდ სწრაფი იდენტიფიკაციისთვისაა საჭირო და არ არის ანგარიშის დამბლოკი ან ერთგვარი ბარიერი, გირაოს გადასახდელად. მისი მტკიცებით, გირაოს ანგარიში ღიაა და მისი გადახდა ამ კოდის გარეშეც მარტივად შეიძლება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში