მომავალ ყრილობაზე აღარ ვიქნები პარტიის გენერალური მდივანი - გიგი უგულავა

12 თებერვალი 2021, 18:44 909 ნახვა

მე აღარ ვიქნები, მომავალი ყრილობაზე, პარტიის გენერალური მდივანი. ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ბრიფინგზე განაცხადა.

"მომავალ ყრილობაზე აღარ ვიქნები პარტიის გენერალური მდივანი. მიმაჩნია, რომ ეს არის ლოგიკური, სწორი და დროული. არ არსებობენ პარტიის ლიდერები უპირობოდ და უვადოდ. თავის დროზე, სწორედ ამას ვუთხარით უარი და მე ამ პრინციპის ერთგული ვრჩები. მიუხედავად დრამატული გაყალბებისა, პარტიის შედეგი ბოლო არჩევნებზე იყო ძალიან ცუდი. შესაბამისად, ჩემს პასუხისმგებლობას ვიღებ და გზას ვუთმობ ადამიანებს, რომლებიც ამას გააკეთებდნენ უკეთესად“- განაცხადა გიგი უგულავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში