ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრა

12 თებერვალი 2021, 20:02 1047 ნახვა

საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებაზე, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

ეკატერინე ტიკარაძემ მათ განუმარტა პროცედურები, როგორ მოხდება სოფლის მეურნეობის სექტორში საქართველოს მოქალაქეების დასაქმება.

სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1-ლი აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდანაა შესაძლებელი და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში