14 წლის მოზარდის საქმე - სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა 

13 თებერვალი 2021, 18:17 1163 ნახვა

ცოტა ხნის წინ დაკრძალეს ქობულეთში გარდაცვლილი არასრულწლოვანი. 14 წლის გოგონას დაკრძალვას რომელმაც 9 თებერვალს  სავარაუდოდ თავი მოიკლა, ახლობლები ესწრებოდნენ, სასაფლაოზე მივიდა დედაც, რომელმაც თქვა, რომ გამოძიებას დაელოდება.

დღესვე სასამართლომ გაუპატიურებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით  პატიმრობაში დატოვა ბრალდებული 23 წლის ნ.ტ.  დაცვის მხარე ამბობს, რომ გარდაცვლილი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ოჯახის წევრების მხრიდან იყო და ამის დამადასტურებელი ჩვენებები პოლიციაში არსებობს.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აჭარის უმაღლეს საბჭოში აცხადებს, რომ კომპლექსური გამოძიება უნდა ჩატარდეს და ყველა ის ადამიანი დაისაჯოს ვინც დაღუპულის შესახებ ინფორმაციას ფლობდა. ქალთა მოძრაობამ 10 დღიანი აქცია დაგეგმა, 26 თებერვალს კი თავისუფალი დედების მარში გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში