ვასილ ჩიგოგიძის პასუხი ნიკა მელიას

17 თებერვალი 2021, 15:25 941 ნახვა

ვასილ ჩიგოგიძე აბსურდს უწოდებს ნიკა მელიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ თითქოს დაპირდა, მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას ხმას არ მისცემდა. უმრავლესობის წევრი ირწმუნება, რომ ნიკა მელიას ნამდვილად ურეკავდა და უნდოდა ეთქვა, რომ ეს განცხადება იყო არასწორი და მიუღებელი. ჩიგოგიძე ნიკა მელიას ახსენებს, რომ,, ნაციონალური მოძრაობის'' ხელისუფლებაში ყოფნის დროს ორჯერ დაიჭირეს. ამიტომაც ამბობს, რომ მას რაიმე დისკომფორტი არ აქვს, რომ მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა. შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის  განცხადებით, მას „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ვასილ ჩიგოგიძე დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა. როგორც მელიამ განაცხადა, ვასილ ჩიგოგიძე მას პირდებოდა, რომ კენჭისყრაზე მისი იმუნიტეტის შეჩერებას ხმას არ მისცემდა. ამასთან, როგორც მელია აცხადებს, ვასილ ჩიგოგიძეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან უნდა ეყარა კენჭი, თუმცა გადაწყვეტილება შეცვალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში