ნიკა მელიამ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

17 თებერვალი 2021, 23:03 869 ნახვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელიამ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"გუშინ ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ გავრილოვის პარლამენტი, დღეს კი ყველამ ერთად ვიხილეთ გავრილოვის სასამართლო, თუმცა ყველაზე მთავარი ხვალინდელი დღეა, ჩვენი მომავალი ჩვენზეა დამოკიდებული. ის ვერდიქტი, რომელიც გამოიტანა გავრილოვის სასამართლომ, პარლამენტმა, არ ასამართლებს ერთ ცალკეულ ადამიანს. ამ განაჩენით ვსამართლდებით ყველა, ვინც ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს, ვინც 2019 წლის 20 ივნისს გამოვიდა რუსთაველის გამზირზე, სამართლიანად აღშფოთდა და თვალებში ჩახედა უსამართლობას. ასამართლებენ ყველა იმ ადამიანს, ვინც მომხრეა უკეთესი ხვალინდელი დღის, ვინც მომხრეა განვითარებული საქართველოსი.

მე საქართველოს მოსახლოებას ვულოცავ, დიახაც, გამარჯვებას, რადგან ჩვენ გავიმარჯვეთ დღეს, ჩვენ დღეს გამარჯვეუბლები ვართ არამხოლოდ პოლიტიკურად, არამხოლოდ ზნეობრივად, სულიერადაც გამარჯვებულები ვართ, რადგან ამ ყველაფრისთვის უამრავ ჩვენს წინაპარს უცხოვრია, რომ პატივი ჰქონოდა წინათ და ამ ბრძოლის შედეგად მოეპოვებინათ თავისუფლება და აგერ ვართ ბრძოლის წინა ხაზზე, ფინიშის სწორზე, სადაც გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენის მანძილზე არის.

ამიტომ მინდა მთელმა საზოგადოებამ იცოდეს, წაშლილია ყოველგვარი პარტიული ატრიბუტიკა, პარტიული ნიშანი, პარტიული პოლიტიკა დასრულებულია, არ არსებობს პარტიული პოლიტიკა, ეროვნული მოძრაობის ინტერესები, ქართული ეროვნული მოძრაობა და მეორე მხარეს ოკუპანტის ინტერესები და ივანიშვილის წარმომადგენელები.

ან ვდგავართ ერთ მხარს, ან ვდგავართ მეორე მხარეს. მიხარია ის, რასაც ახლა ვხედავ და რასაც ახლა ვგრძნობ, რომ ყველანი ახლა, აბსოლუტური უმრავლესობა ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს. ჩვენ დღეს მარტო კოლეგები კი არ ვართ, თქვენი კოლეგებიც ვართ, თქვენი მეგობრები ვართ, საქართველოს ასობით ათას მოქალაქეს ვესაუბრები, თქვენი წარმომადგენლები ვართ, მე ვიცი, რომ ხვალ თქვენ ჩვენთან ერთად იდგებით“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში