გიორგი გახარიაც კი აღარ არის თანახმა ამ რეჟიმის წევრი იყოს - გიორგი ბარამიძე

18 თებერვალი 2021, 11:20 1135 ნახვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრის განცხადებით, გავრილოვის ღამის ერთ-ერთი შემოქმედი გიორგი გახარიაც კი აღარ არის თანახმა ამ რეჟიმის წევრი იყოს.

გიორგი ბარამიძის თქმით, პუტინის აზრი რამდენიმე დღის წინ გავრილოვმა გაახმოვანა.

"გავრილოვის ღამის ერთ-ერთი შემოქმედი, საოცრად ცუდად ცნობილი ოდიოზური ფიგურა, თვალთხარია გახარიაც კი უკვე ყაბულს არ არის იყოს ამ რეჟიმის ნაწილი, რომელიც როგორც ჩანს აპირებს შორს წავიდეს საქართველოს ღალატში.

ამ დღეებში ვნახეთ, როგორ შემოგვითვალა გავრილოვის პირით ვლადიმერ პუტინმა, რომ პრევენციის მიზნით უნდა დაიჭირონ ნიკა მელია. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ რა მოხდა. გავრილოვმა პუტინის ბრძანება გაახმოვანა, ივანიშვილის ბანდამ კი ეს უსიტყვოდ შეასრულა. აქამდე მივიდა ჩვენი ქვეყანა" - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში