რას აკეთებთ, სააკაშვილს ეხმარებით ხელისუფლებაში დაბრუნებაში, რომ მერე ყველა დაგვიჭიროს და ძვლებში დაგვამტვრიოს​ - ელისაშვილი 

18 თებერვალი 2021, 14:40 1329 ნახვა

რას აკეთებთ, სააკაშვილს ეხმარებით ხელისუფლებაში დაბრუნებაში, რომ მერე ყველა ერთად დაგვიჭიროს და ძვლებში დაგვამტვრიოს, – ასე მიმართა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის წევრებს. 

'' ამაში ეხმარებით თქვენ, რომ ეს ამდენი წლის დაგროვილი რევანში, ამოიყენოს ერთ მხარეს ახალაია, მეორე მხარეს მეგის ქარდავა. ეს გინდათ თქვენ და როგორც ჩანს, რაღაც საიდუმლო გეგმა გაქვთ. აქეთ მიგყავთ ყველა პროცესი, რასაც ჩვენ ვხედავთ. ორი დღის წინ გითხარით, ნუ დააჭერთ ღილაკს ხელს, პარლამენტი იყოს პარლამენტი და გამოავლინოს თავისი წონა და თავისი ინსტიტუციური ღირსება. არ არის აქ მელიაზე ლაპარაკი, ყველაზე ნაკლებად მე უნდა ვიცავდე მას, მაგრამ ვნახეთ, როგორ დღეშია ქვეყანა, დარცხვენილი, შერცხვენილი პოლიცია.

ერთი მთავარი რამ არის, ახლა მაინც მოეშვით კუნთების თამაშს თქვენ, „ქართული ოცნება“. ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ხართ და სანამ ხართ. ამას ვიძახდით სულ და ამის გამო გვაცვეს ჯვარს, მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა. დასხედით და დაელაპარაკეთ იმ ხალხს, იქითაც საქართველოა, აქეთაც საქართველოა და შუაში არის გასაცოდავებული და გაღატაკებული საქართველო. ერთადერთი, ვინც სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო, ვინც თავიდან ააცილა ქვეყანას ესკალაცია არის ის კაცი, რომლის მიმართაც უმძიმესი დამოკიდებულება მქონდა ყოველთვის.

პრემიერ-მინისტრმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რომ გადადგა. ქვეყანა კიდევ უფრო არ შეიყვანა დაპირისპირების გამოუვალ ჩიხში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში