“სამწუხაროდ ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ჩემს გუნდთან” - გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა

18 თებერვალი 2021, 18:10 1608 ნახვა

ცოტა ხნის წინ გიორგი გახარიამ თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ პირველი კომენტარი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გამოაქვეყნა. წერს, რომ მისი ნაბიჯი პოლარიცაზიას შეამცირებს.

განმარტავს, რომ ქვეყნის შიგნით დაპირისპირება და მეტოქეობა საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ მომავალსა და ეკონომიკურ განვითარებას.

გიორგი გახარიამ ასევე ბრიფინგზეც განაცხადა, რომ კონკრეტული ადამიანის მიმართ, თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, მისთვის მიუღებელია.

გახარია ამბობს, რომ ამ საკითხში გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია და სწორედ ამიტომ ტოვებს პოსტს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში