ევროპის სახალხო პარტია - სიტუაციიდან გამოსავლად შეიძლება ჩაითვალოს ვადამდელი არჩევნები

19 თებერვალი 2021, 12:49 794 ნახვა

საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს ტვიტერში  ეხმაურება  „ევროპის სახალხო პარტია“ , რომელსაც მიაჩნია, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი ვადამდელი არჩევნების ჩატარება და დიალოგის განახლებაა  ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. “საქართველო შეიძლება იყოს რეგიონის წამყვანი ქვეყანა, მაგრამ უბრუნდება პოლიტიკური ოპონენტების დევნას, შერჩევით სამართალსა და ინსტრუმენტად ქცეული მართლმსაჯულების სისტემას -წერია განცხადებაში. "ევროპის სახალხო პარტიის" კიდევ ერთ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებით, პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება აირჩია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში