პარლამენტში საარჩევნო რეფორმებზე სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა დასრულდა. ვიცესპიკერ ლევან იოსელიანის განცხადებით, მიღწეულია შეთანხმება, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას ცესკო-ში, ასევე საოლქო დონეზე არა წარმომადგენელი, არამედ სრულფასოვანი წევრი ეყოლება.
მისივე თქმით, ცესკო-ში ყველა პარტიისთვის საკუთარი წევრის ყოლას გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს.