რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობას ირაკლი ქარსელაძე დაიკავებს

19 თებერვალი 2021, 18:27 999 ნახვა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ახალი შემადგენლობა დასაახელა. მისივე თქმით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობას ირაკლი ქარსელაძე დაიკავებს 

"რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს, მისი პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის, რომელიც ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. მას მსხვილი პროექტების მართვის მიმართულებით უდიდესი გამოცდილება აქვს და მე მჯერა, რომ ბატონი ირაკლი იქნება, ასევე წარმატებული მინისტრი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში