თოვლის მოლოდინი ხულოში

19 თებერვალი 2021, 20:01 1317 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტში თოვს. თოვლის საფარი მაღალი  ზონის სოფლებში 40  სმ-ს აღწევს. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გადაადგილება მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვის შეზღუდული არ არის, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

გზები იწმინდება შუახევშიც. ამ დროისთვის თოვლს მაღალმთიანეთში პრობლემები არ შეუქმნია. შეზღუდვები არ არის ენერგომომარაგებაშიც.

როგორც ჩვენმა რეპორტიორმა გაარკვია, მოსახლეობა მაღალმთიანეთში ნალექის სიმცირეს უჩივიან, ირწმუნებიან, რომ  მსუბუქი ზამთარი მოსავლიანობაზე უარყოფითად აისახება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში