პარლამენტთან აქციაზე "ლელოს" ლიდერები ირაკლი კუპრაძე და საბა ბუაძე დააკავეს

19 თებერვალი 2021, 19:31 1047 ნახვა

საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პარტია "ლელოს" ლიდერები საბა ბუაძე, ირაკლი კუპრაძე და პარტიის რამდენიმე წევრი დააკავეს.

ისინი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის და მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრების წარდგენას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები ტროტუარზე წარწერის გაკეთებას გეგმავდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე ხუთი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში