სახელმწიფო ინსპექტორი გუშინ აქციაზე პოლიციის უფლებამოსილების გადამეტებას იძიებს

20 თებერვალი 2021, 18:25 1047 ნახვა

პოლიციის მხრიდან სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება გუშინ პარლამენტთან   გამართულ საპროტესტო აქციას. როგორც ცნობილია  გამოკითხვის მიზნით, დაბარებულები არიან დაკავებულები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები.

ამ დროისთვის უკვე გამოკითხეს ერთი დაკავებული, რომელსაც დაენიშნა სამედიცინო ექსპერტიზა. გუშინ, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე სხვადასხვა საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით  25 აქტივისტი დააკავეს. დაკავებულები მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში