დარჩა თუ არა რესურსი შეთანხმებისთვის?- მოლაპარაკებებში ლიეტუვა ჩაერთო

20 თებერვალი 2021, 20:40 838 ნახვა

ევროკავშირისა და ამერიკის ელჩების შემდეგ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ფასილიტატორის როლი ჟიგამანტას პავილიონისმა მოირგო, ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაში ვითარდება წყალს რუსეთის ინტერესებზე ასხამს და აქედან გამომდინარე მხარეები აუცილებლად უნდა შეთანხმდნენ რათა საქართველომ განაგრძოს განვითარება.

შეთანხმების აუცილებლობას არცერთი მხარე არ უარყოფს, მაგრამ თავიანთ განსხვავებულ ხედვებზე რჩებიან, ოპოზიცია კომპრომისის შემთხვევაში 25 თებერვალს დაგეგმილი აქციის გადადებაზეც საუბრობს, ქართულ -ოცნებაში კი ამბობენ, რომ მსგავსი კრიზისი დასავლურ დემოკრატიაში, რომ მომხდარიყო იქ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების აუცილებლობაზე ეჭვი არ დადგებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში