ქვეყანაში პირველი ვაქცინა მარტში შემოვა - ღარიბაშვილი 

22 თებერვალი 2021, 13:41 792 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყანაში მარტში შემოვა. 

''როგორც  მინისტრისგან მოვისმინე, პირველი ვაქცინა შემოვა მარტში. წლის ბოლოს ჩვენი მოსახლეობის 60% აიცრება. რა თქმა უნდა ეს ნებაყოფლობითი არის. ყველას ვისაც ექნება სურვილი  ვუზრუნველყობთ მათ ვაქცინაციას'' - განაცხადა კანდიდატმა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე ასევე ისაუბრა შეზღუდვების შემსუბუქებაზე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში