ENPARD-ის სოფლის განვითარების პროექტების შეჯამება

22 თებერვალი 2021, 18:01 1462 ნახვა

ევროკავშირმა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აჭარაში ENPARD-ის სოფლის განვითარების პროექტები შეაჯამა. ევროკავშირის მიერ აჭარაში მხარდაჭერილი სოფლის განვითარების ორი პროექტის „ქედა ლიდერი“ და „ENPARD ხულო“ დახურვის ცერემონია სოფელ ვანჯანისში ჰიბრიდული სისტემით, ნახევრად ონლაინ რეჟიმში გაიმართა. 

შეხვედრაზე ითქვა, რომ 4 წლის განმავლობაში ევროკავშირმა ქედაში 97 პროექტი დააფინანსა, რისთვისაც სამი მილიონი ლარი დახარჯა. პროექტების განხორციელება შესაბამის სწავლებასაც ითვალისიწნებდა. 

წელს ასევე ხორციელდება პროექტი ქედის სკოლებში, რომელიც ენერგეტიკული და ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიების დანერგვა-გაუმჯობესების ხელშეწყობას გულისხმობს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში