მელიას დაკავება-21 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება

23 თებერვალი 2021, 12:51 916 ნახვა

პარტია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის დაკავებას საქართველოში მოქმედი 21 არასამთავრობო ორგანიზაცია სპეციალური განცხადებით ეხმაურება. ‘’ცხადია, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავება საქართველოს ახლად არჩეული პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილი აგრესიული რიტორიკის გაგრძელებაა. საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გასული დღეების განმავლობაში გამოთქმული გაფრთხილებებისა და მოწოდებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად დააზიანა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია.  - ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში. ისინი მიიჩნევენ რომ არჩევნების შემდეგ ხელისუფლებას კრიზისის განმუხტვის პოლიტიკური ნება არც ერთ ეტაპზე არ გამოუჩენია, ახლა კი  სიტუაციის კიდევ უფრო ესკალაციისკენ გადადგა ნაბიჯი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში