ის რაც საქართველოში მოხდა შემაშფოთებელია, პირველი ვინც ამით ზარალდება ქართველი ხალხია - ანდრეს ფოგ რასმუსენი

23 თებერვალი 2021, 14:03 1041 ნახვა

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი და დანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრეს ფოგ რასმუსენი დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში საპოლიციო ძალების შეჭრას და პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა.

Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში რასმუსენი აღნიშნავს, რომ მომხდარის შედეგად ქართველმა ხალხმა წააგო. 

„ის, რაც საქართველოში დღეს მოხდა, ძალიან შემაშფოთებელია. პირველი, ვინც ამით ზარალდება, ქართველი ხალხია.

მე თავშეკავებულობისკენ და საქართველოს უკან არ დახევისკენ მოვუწოდებ. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ, ვინც საქართველოში კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას იცავს“, – წერს რასმუსენი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში