მელიას დაკავება - „უფლებები საქართველოს“ განცხადება

23 თებერვალი 2021, 15:58 833 ნახვა

სამართალდამცავებმა გამოიყენეს არაპროპორციული ძალა – ასე მიიჩნევს არასამთავრობო ორგანიზაცია ’’უფლებები საქართველოს”. ორგანიზაცია საგანგაშოდ მიიჩნევს დახურულ სივრცეში აქტივისტების, მედიის წარმომადგენლების, ოპოზიციური პარტიების ლიდერების და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლსადენი ან წიწაკის გაზის გამოყენებას. ასევე მათი შეფასებით, ბუნდოვანია რა კანონიერი საფუძველით მოხდა ოფისიდან კომპიუტერული სერვერის ამოღება. ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას შეწყვიტოს ოპოზიციური პარტიის ლიდერების მისამართით არაპროპორციული ძალის გამოყენება და განაახლოს მოლაპრაკებები, ასევე ოპოზიციას მოუწოდებენ კონფლიქტის დეესკალაციისთვის მშვიდობიანი ნაბიჯები გადადგას. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში