არც უგულავას მიერ ბოძზე გამოსაკრავი პოლიციელი ჰყავს ამ ქვეყანას და არც მისი გასაკრიტიკებელი ადამიანი - მამუკა მდინარაძე

24 თებერვალი 2021, 17:10 1106 ნახვა

არც მისი ბოძზე გამოსაკრავი პოლიციელი ჰყავს ამ ქვეყანას და არც მისი ელემენტარულად გასაკრიტიკებელი ადამიანი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი უგულავას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, კანონის აღსრულებისთვის სანქციების დაწესება შეუძლებელია.

„გიგი უგულავა რომ გამოდის, ადამიანი, რომელიც მსჯავრდებულია 48 მილიონის მოპარვაზე, საუბრობს სანქციებზე და მსგავს საკითხებზე, ეს ქართული პოლიტიკის პრობლემაა, რადგან ევროპელი პარტნიორები შეთანხმებულები არიან, რომ ადამიანი ელემენტარულ დანაშაულს რომ ჩაიდენს, ის პოლიტიკაში აღარ რჩება, ხმას არ მისცემს არავინ, პრინციპში, უგულავას და მისი პარტიის შემთხვევაში, თითქმის ასეც მოხდა, მაგრამ მაინც.

უგულავამ პოლიციელების მუქარას და მიხეილ სააკაშვილის ნარატივის გაგრძელებას თავი დაანებოს. არც მისი ბოძზე გამოსაკრავი პოლიციელი ჰყავს ამ ქვეყანას და არც მისი გასაკრიტიკებელი ადამიანი. ადამიანის, რომელიც მსჯავრდებულია 48 მილიონის მოპარვაზე. მთავარი პრობლემა ის არის, ასეთი ადამიანები თავს უფლებას რომ აძლევენ, პოლიტიკაში იყვნენ“, - განაცხადა მდინარაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ „ვანდალურ ოპერაციაში მონაწილეთა სახელები და გვარები იქნება სოციალურ ქსელებში, ყველა ბოძზე გამოკრული“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში