ოპოზიცია ხვალიდან უწყვეტ საპროტესტო აქციებს გეგმავს

25 თებერვალი 2021, 14:59 919 ნახვა

ხვალიდან ოპოზიცია უწყვეტ საპროტესტო აქციებს აანონსებს. მთავარ  მოთხოვნებს  შორისაა ვადამდელი არჩევნები, ნიკა მელიასა და როგორც თავად აცხადებენ, პოლიტპატიმრების გათავისუფლება.  პარლამენტში შესვლის საკითხი მათი თქმით, არ განიხილება, ისევე როგორც მოლაპარაკებების განახლება,  მელიას გათავისუფლებამდე. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვა  საპროტესტო მუხტს ხელს ვერ შეუშლის. პარლამენტის მუშაობის პარალელურად, ოპოზიცია „სირცხვილის კორიდორების” მოწყობას და პიკეტირებას გეგმავს.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში