საერთაშორისო გამოხმაურებები და შეფასებები

25 თებერვალი 2021, 18:02 823 ნახვა

საერთაშორისო პარტნიორების  გამოხმაურებებსა და გზავნილებს მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში უპასუხეს, მათ შორის შეაფასეს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერის განცხადება, ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით და ოპოზიციის პარლამენტში შესვლა, რაზეც  განსხვავებული პოზიცია აქვთ  ოპოზიციურ პარტიებში.  

ოპონენტების შეფასებით,  ისინი არ  აპირებენ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლას მანამ, სანამ მათ მთავარ მოთხოვნას ხელისუფლება არ უპასუხებს. არ გაათავისუფლებს   ნიკა მელიასა და გიორგი რურუას და  არ ჩანიშნავს ვადამდელ არჩევნებს.   

რაც შეეხება ,, ქართული ოცნების’’ პოზიციას , ისინი ოპონენტებს მოუწოდებენ  შეწყვიტონ სახელმწიფო გამოცდა და პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში დაუბრუნდნენ  . არჩილ თალაკვაძის თქმით, ახლა ქვეყანას გაძლიერება სჭირდება და არა დესტაბილიზაცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში