სამთავრობო კომისიის სხდომა

25 თებერვალი 2021, 18:03 953 ნახვა

"ოცნების ქალაქში" მოსახლეობისთვის ბინების გადასაცემად საჭირო კრიტერიუმებზე მომუშავე სპეციალური სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრას, რომელსაც დასახლებაში მცხოვრებლებიც ესწრებოდნენ, პროექტთან დაკავშირებით მიმდინარე საკითხები განიხილეს.    

კომისიის მუშაობაში Unicef-ის და წითელი ჯვრის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ამ ეტაპზე სამშენებლო ტერიტორიაზე სამი 12 სართულიანი საცხოვრებელი ბინის მშენებლობა მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში