ოპოზიციის მიერ დაანონსებული ,,კრეატიული აქციები“ იწყება. გაერთიანებული ოპოზიცია ხვალ მსვლელობას გამართავს. ხვალინდელ აქციაზე ისინი სამომავლო გეგმებს გაახმოვანებენ.
ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, აქციები რეგიონებშიც გაიმართება, იგეგმება პარლამენტის პიკეტირებაც. მმართველი გუნდი კი ოპონენტებს საპარლამენტო მუშაობაში ჩართვისკენ მოუწოდებს.