ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება

26 თებერვალი 2021, 12:10 576 ნახვა

"მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობებს რისკის წინაშე აყენებს"- ნათქვამია  განცხადებაში, რომელიც ერთობლივად გაავრცელეს ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა. ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო უწყების პირველი პირები შეშფოთებას გამოთქვამენ ნიკა მელიას დაკავების გამო და ყველა პოლიტიკურ ძალას თავშეკავებით მოქმედებისკენ მოუწოდებენ . მიაჩნიათ, რომ არსებული ვითარება  ქმნის მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობისთვის ძირის გამოთხრის რისკს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში