ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები მსვლელობას მართავენ 

26 თებერვალი 2021, 13:25 2473 ნახვა

„მსვლელობა თავისუფლებისთვის“- ამ სახელწოდებით ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ.

ოპოზიციური პარტიების წევრები სხვადასხვა ადგილას შეიკრიბნენ და პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა დაიწყეს.

მათი მთავარი მოთხოვნა ნიკა მელიას, გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.

აქციის მონაწილეებმა ნიკა მელიას მხარდასაჭერად გზაზე წარწერებიც გააკეთეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში