ოპოზიციის გეგმები - კარვები პარლამენტთან

27 თებერვალი 2021, 12:40 1177 ნახვა

პარლამენტთან ამ დროისთვის 11 კარავია გაშლილი.  საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ სამოქალაქო აქტივისტებმა და სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა მოსახლეობამ ღამე კარვებში გაათენა. მათივე თქმით, საკანონმდებლო ორგანოსთან კარვების რაოდენობა გაიზრდება და არ გამორიცხავენ, რომ კარვები რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზეც განთავსდეს.

ცნობისთვის, გუშინ, პარლამენტის წინ ოპოზიციამ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქცია და მსვლელობა სახელწოდებით: „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ გაიმართა.

გიორგი მიქელაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში