საქართველოში ჩემი ვიზიტი გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის ფონზეა, რომელიც ევროკავშირს ძალიან აშფოთებს - შარლ მიშელი

01 მარტი 2021, 11:14 842 ნახვა

ჩემი ვიზიტი არის პოლიტიკური კრიზისის ფონზე - ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ ინტენსიურად იმუშაონ იმაზე, რომ მოხდეს სიტუაციის განეიტრალება, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩემი ვიზიტი ეს არის პარტნიორების მესიჯი ევროკავშირის მხრიდან რეგიონის ქვეყნებისთვის. ევროკავშირს უნდა იყოს, დარჩეს საქართველოს გვერდით. დაიცვას თქვენი სუვენერობა, ტერიტორიული მთლიანობა, ვიცით, რომ რეგიონი არის ძალიან კომპლექსური. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ, რომ შედგეს რეფორმები, რომ კოვიდ-19-ის მდგომარეობა, რომელიც მთელს მსოფლიოს უტევს დავასტაბილუროთ.

ჩემი ვიზიტი არის პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როდესაც გამწვავებული კრიზისია. ეს რა თქმა უნდა, ძალიან აშფოთებს ევროკავშირსაც და მეც პირადად. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, ინტენსიურად იმუშაონ იმაზე, რომ მოხდეს სიტუაციის განეიტრალება.

ჩვენი შეხვედრის დროს მოვუწოდებ ამ მოქმედებისკენ, პასუხისმგებლიანი მოქმედებისკენ, დიალოგისკენ პოლიტიკურ მხარეებს შორის ოპოზიციასთან და მთავრობასთან. მე საშუალება მექნება, რომ შევხვდე და მქონდეს გულწრფელი საუბარი პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. ვიცი, რომ პოლიტიკური დებატები საჭიროებს აუცილებლად „ლიდერშიფს“, ყველა მხარის ჩართულობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს აქვს ყველა საშუალება, რომ ეს გამოწვევა მიიღოს, რომ დემოკრატიული ფასეულობების კონსოლიდირება მოახდინოს. რომ მოხდეს ადამიანის უფლებათა დაცვა იმისათვის, რომ ადამიანების სურვილები განხორციელდეს და პოლიტიკური სტაბილურობა შეიქმნას, დამოუკიდებელი და პერფომანტული სასამართლო სისტემით რომ გამყარდეს ურთიერთობა საქართველოს და ევროკავშირს შორის“, - განაცხადა მიშელმა.

შარლ მიშელს ასევე, დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ხაზს მოინახულებს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის ინაუგურაციას დაესწრება და ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტს დაათვალიერებს.

შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში