ოპოზიციის მიერ დაგეგმილი პიკეტირება ძალაში რჩება

01 მარტი 2021, 23:56 907 ნახვა

ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციები და პარლამენტის პიკეტირება ძალაში რჩება - ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს. 

"მშვიდობიანი აქციები ყოველგვარი ფიზიკური ძალადობის რისკის გაზრდის გარეშე აბსოლუტურად ნორმალური ნაწილია დემოკრატიული საზოგადოების, ბლოკირებას ისედაც არავინ აპირებდა, ამიტომ არაფერი შეცვლილა, მშვიდობიან პიკეტირებას გავაგრძელებთ“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, პროტესტი და პიკეტირება გაგრძელდება.

"ჩვენ პიკეტირებას და პროტესტს ვაგრძელებთ იმიტომ, რომ ეს არის ცალსახა განუყრელი ნაწილი იმისთვის, რომ ჩვენ შედეგზე გავიდეთ. ვერ გავაჩერებთ ვერცერთ შემთხვევაში ამ პროცესს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

2 მარტს ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას გეგმავს, თუმცა აცხადებენ, რომ დეპუტატებს პარლამენტში შესვლა დაუბრკოლებლად შეეძლებათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში