აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ "Johnson & Johnson"-ის ვაქცინა დაამტკიცა

02 მარტი 2021, 10:51 1101 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ „ჯონსონისა და ჯონსონის“ მიერ წარმოებული "კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა.

კვლევების მიხედვით, ვაქცინა 85 პროცენტით ეფექტურია რთული ფორმების პრევენციაში. საერთო ჯამში კი, დაავადების საშუალო სირთულის ფორმების გათვალისწინებით 66%-ით ეფექტიანი.

Johnson & Johnson-ის ვაქცინა "ფაიზერის" და "მოდერნას" ვაქცინებისგან იმით გამოირჩევა, რომ ის კოვიდ-19-ზე ერთდოზიან აცრას ითვალისწინებს, რაც მის ადმინისტრირებას გაცილებით აიოლებს.

Pfizer-სა და Moderna-ს ვაქცინებთან შედარებით Johnson & Johnson გაცილებით უფრო იაფია და მისი შენახვა ჩვეულებრივ მაცივარშიც არის შესაძლებელი.

Johnson & Johnson-ის პრეპარატი მესამე ვაქცინაა, რომლის გამოყენების ნებართვაც ამერიკულმა მარეგულირებელმა გასცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში