6 საკითხი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მხარეებს შესთავაზა 

02 მარტი 2021, 11:35 886 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში ოპოზიციისა და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს შორის დიალოგი გაიმართა.

შეხვედრაზე ის 6 საკითხი განიხილეს, რომელზეც მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.

გეგმა შემდეგ პუნქტებს მოიცავს :

1) ამბიციური საარჩევნო რეფორმა;

2) კანონის უზენაესობა და სასამართლო რეფორმა, კერძოდ, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნები, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩევნების საკითხები და კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება;

3) პოლიტიკური მართლმსაჯულება, კერძოდ, პატიმრების საკითხის გადაჭრა;

4) პარლამენტში ძალთა გადანაწილება, რაც მოიცავს საგამოძიებო კომისიასა და პასუხისმგებლობებისა და როლების სამართლიან გადანაწილებას, პარლამენტში;

5)პოტენციური ადრეული არჩევნები და მზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის;

6) ფასილიტაცია მედიაციის გაგრძელება და მიღწეული პროგრესის გადამოწმება, 15 მარტს, ევროკავშირი-საქართველოს ასოციაციის საბჭოს შეხვედრაზე.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში