ოპოზიციამ აქციების ნაწილი გადადო

03 მარტი 2021, 18:13 959 ნახვა

ოპოზიციამ  დროებით დღის წესრიგი შეცვალა. მომდევნო ათი დღის განმავლობაში დაგეგმილი სახელმწიფო უწყებების პიკეტირება აღარ მოხდება.  მთავრობის კანცელარიასთან  საპროტესტო აქციის ნაცვლად, ხვალ ავტომობილებით მსვლელობა იქნება. 13  მარტს  დაგეგმილი აქციაც რამდენიმე დღით  გადაიდო. 

ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, რომ ამით გაითვალისწინეს ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შეთავაზება, რომელიც გულისხმობს ორ კვირის განმავლობაში მხარეებს შორის შეთანხმებას.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ახლა დიალოგის დროა, თუმცა  მათი მოთხოვნები, მათ შორის ვადამდელ არჩევნებზე და ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით არ გადაიხედება.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში