გაბუნია: ფაიზერის ვაქცინასთან დაკავშირებით ამ კვირაში დამატებითი კონსულტაცია გაიმართება

03 მარტი 2021, 18:12 778 ნახვა

როდის შემოვა ფაიზერის ვაქცინა საქართველოში?  თამარ გაბუნიას თქმით,  ეს კვირის ბოლომდე  დაგეგმილ კონსულტაციაზე უნდა გაირკვეს, რომელზეც მისი ინფორმაციით,  დამატებითი პირობები დაზუსტდება.  ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ დოზების რაოდენობა უცვლელია.

რაც შეეხება ასტრა ზენეკას ვაქცინას , მაისის ბოლომდე ქვეყანაში 129  600 დოზა უნდა შემოვიდეს.

ამის გარდა ქვეყანამ ეს ვაქცინა ივნისშიც უნდა მიიღოს, თუმცა რა რაოდენობის დოზა იქნება, ეს მოგვიანებით უნდა დაზუსტდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში