მოლაპარაკების მიზნით ოპოზიცია აქციებს აჩერებს

03 მარტი 2021, 20:12 975 ნახვა

13 მარტს დაგეგმილ აქციას ოპოზიცია 20 მარტს აანონსებს, მიზეზი მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებების პერსპექტივაა. ხელისუფლების ოპონენტების ორიენტირი ახლა, შეთანხმების მიღწევაა. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიები უარს ამბობენ პიკეტირებაზე, თუმცა თბილისიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებამდე მსვლელობას გამართავენ.

შესაბამისად უცვლელია ნიკა მელიას გათავისუფლების მოთხოვნა და ვადამდელი არჩევნები. აქციები არ წყდება, უბრალოდ იცვლის გამოხატვის ფორმას.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში