ეკომიგრანტების რეგისტრაცია ხელვაჩაურში

03 მარტი 2021, 20:07 1128 ნახვა

ხელვაჩაურში ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლებით დასაკმაყოფილებლად რეგისტრაცია დაიწყო. განცხადების მიღება 15 მარტამდე გაგრძელდება. განცხადებასთან ერთად , მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ , საცხოვრებელი სახლის ვიზუალურ საინჟინრო გეოლოგიური დასკვნა. 

ასევე სავალდებულოა  რეგისტრაცია  ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. 

ხელვაჩაურის მერიაში განმარტავენ, რომ ოჯახების მდგომარეობას სპეციალური კომისია შეისწავლის, რის შემდეგაც ეკომიგრანტებისთვის , სავარაუდოდ მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი სოციალური სახლის მშენებლობა დაიწყება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში