სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მიმართვა ხელისუფლებას

04 მარტი 2021, 12:32 1168 ნახვა

გათავისუფლდეს ნიკა მელია, გაგრძელდეს პოლიტიკური დიალოგი დიპლომატების მედიაციით, ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, განხორციელდეს შესაბამისი რეფორმები- სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტი და საქართველოს ეროვნული პლატფორმა ხელისუფლებას მიმართავენ და მოითხოვენ, რომ ყველაფერი გაკეთდეს, რათა ქვეყანაში არსებული ღრმა პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს. ორგანიზაციების განცხადებით, აუცილებელია უსწრაფეს ვადებში სიტუაციის დეესკალაცია, ამასთან ერთად ორგანიზაციები მოითხოვენ დაცული იყოს კანონის უზენაესობა და დემოკრატიული ღირებულებები. ლაშა ტუღუში ამბობს, რომ მთავარი ოპოზიციური ნიკა მელიას ძალისმიერი მეთოდებით დაკავება და ოფისში შეჭრა, სადაც ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა უკანონოა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში