გუბაზ სანიკიძე: სააკაშვილი უნდა იყოს ხელისუფლებაში

04 მარტი 2021, 12:36 828 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს ხელისუფლებაში- ამის შესახებ  გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა  ლიდერმა  გუბაზ სანიკიძემ  აჭარის ტელევიზიის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. ის ამბობს, რომ  მიხეილ სააკაშვილს წარმატებული ბიოგრაფია აქვს და ფიქრობს, რომ ქვეყანაში არსებულ  პრობლემებს   ყოფილ პრეზიდენტზე უკეთ  ვერავინ მოაგვარებს. მისივე განცხადებით,  არავის აქვს უფლება  ქართველ ადამიანს   საქართველოში ჩამოსვლა აუკრძალოს, თუმცა, როგორც განმარტავს, დაბრუნება პირველ რიგში თავად სააკაშვილმა უნდა გადაწყვიტოს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში