არჩევნები 2016-მეორე ტური

31 ოქტომბერი 2016, 00:00 3044 ნახვა

წინასწარი მონაცემებით, მე-9 მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება. ცენტრალური საარჩევნო კომისიას წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 48 მაჟორიტარულ ოლქში იმარჯვებს. მანდატების ეს რაოდენობა პარტიის მიერ 8 ოქტომბრის არჩევნებში მოპოვებულ 67 მანდატს დაემატება, შესაბამისად, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საკანონმდებლო ორგანოში 115 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. საკონსტიტუციო უმრავლესობის შევსებას კი 113 დეპუტატი ესაჭიროება. „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ არჩევნებში - 44 მანდატი, ხოლო მაჟორიტარული წესით ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში 23 მანდატი მოიპოვა. წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხაშურის #43 მაჟორიტარული ოლქში, „თოფაძე - მრეწველების“ კანდიდატი ლიდერობს, თბილისში, მთაწმინდის #1 მაჟორიტარული ოლქში კი დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. 

ამავე კატეგორიაში