ვახტანგ გომელაური პარლამენტში

05 მარტი 2021, 18:04 1119 ნახვა

"ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა მომავალშიც გაგრძელდება, გადაიდგმება ეფექტური ნაბიჯები კიბერდანაშაულის წინააღმდეგ და იგეგმება კრიმინალური პოლიციის რეფორმა-ამ საკითხებზე შინაგან საქმეტა მინსიტრმა პარალამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

თქვა , რომ რეგისტრირებული დანაშაული 12%-ით შემცირდა.  გომელაურის თქმით, ქვეყანაში იკლო  მკვლელობის მცდელობის,  ყაჩაღობის,  ძარცვის,  გამოძალვისა და  ქურდობის ფაქტებმა. ვახტანგ გომელაურმა დღეს, ქობულეთში 14 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ამბავიც შეაფასა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ არსებულ ვითარებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს, მეტი არაფრის გაკეთება არ შეეძლო.  მისივე თქმით, ეს ყველას პრობლემაა, მათ შორის საზოგადოების.  არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის სასჯელი გამკაცრდა და უვადო თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა-თქვა დღეს ანგარიშის წარდგენის დროს მინსიტრმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში