ტვ პირველის მიერ გავრცელებული ჩანაწერი - შეფასებები

07 მარტი 2021, 12:35 1213 ნახვა

"ტვ პირველის" მიერ გავრცელდა აუდიო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ბერა ივანიშვილი ანზორ ჩუბინიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს სთხოვს, პასუხი მოეთხოვათ იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც მას სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენეს.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, აღნიშნული ჩანაწერი ფაბრიკაციას წარმოადგენს და საზოგადოებაში საინფორმაციო ტერორს ემსახურება. ოპოზიციაში კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ და ანზორ ჩუბინიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში