„ქართული ოცნების“ განცხადება

07 მარტი 2021, 20:30 2958 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ ქართულმა ოცნებამ დამატებითი წერილობითი განცხადება გაავრცელა ტვ პირველის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით. განცხადებაში ნათქვამია, რომ  გავრცელებული მასალა 2010-11 წლების უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაციაა.

მათი ინფორმაციით იმ  პერიოდისთვის ბერა არასრულწლოვანია, ირაკლი ღარიბაშვილი კი ქართუს პრეზიდენტი. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ უკანონო მოსმენა, დამონტაჟება, ფაბრიკაცია, ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა და ქართული ოცნება ასეთ მეთოდებს არ იყენებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში