„ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის ლიდერების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

08 მარტი 2021, 13:13 748 ნახვა

„ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის ლიდერების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, მთავარი საკითხი, რაზეც დღეს იმსჯელებენ იქნება, თუ როგორ გაგრძელდება მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.

„ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ ხელისუფლებას იმის საშუალებას, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს და შემდეგ ჩვენ დაგვაბრალოს. რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები ყველასთან უნდა განხორციელდეს, მათ შორის მტერთანაც, მაგრამ ლოგიკური იქნებოდა, რომ ასეთ ვითარებაში ღარიბაშვილი ჩანაცვლებულიყო. მისი ყოფნა მოლაპარაკების მაგიდასთან თავიდანვე გაუგებარი იყო. ღარიბაშვილი უნდა ჩანაცვლდეს თალაკვაძით.

ღარიბაშვილი ორი დღეა ჩუმად არის იმ ჩანაწერების შემდეგ, რომელიც გამოქვეყნდა. საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ ტყუილია თუ მართალი ეს ჩანაწერი, პრემიერ-მინისტრმა აუხსნას რაშია საქმე" , - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„ლელოს“ მიაჩნია, რომ ღარიბაშვილის მონაწილეობით მოლაპარაკებები არ უნდა გაიმართოს.

„ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით „ლელო“ მოლაპარაკებების გამართვას არ აპირებს და „ქართულ ოცნებასაც“ მოვუწოდებთ, რომ ამ ძალიან საგანგაშო კრიმინალურ ეპიზოდს მალე გასცენ პასუხები, მათ შორის პროკურატურის მიერ, რომ მოლაპარაკებების პროცესს არ დაემუქროს საფრთხე" - განაცხადა საბა ბუაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში