დებატები ევროპარლამენტში

09 მარტი 2021, 11:55 796 ნახვა

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება, სადაც მოხსენებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი წარადგენს. ცნობილია, რომ მოხსენებისას ძირითადად შეფასებები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტთან დაკავშირებით გაკეთდება. ბრიუსელში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე მსჯელობა ბრიუსელის დროით 15:00 საათზე დაიწყება. საკითხი დღის წესრიგში ევროპელი დეპუტატების მხრიდან დადგა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში