“მოქალაქეები” ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ

09 მარტი 2021, 11:57 863 ნახვა

პარტია "მოქალაქეები",, "ტვ პირველის" ეთერით გავრცელებული აუდიოჩანაწერების შინაარსის გამო პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ. დღეს გამართულ ბრიფინგზე მათ განაცხადეს, რომ ლოგიკური იქნებოდა, პირველი წუთიდან  პროკურატურას დაეწყო გამოძიება.   6 მარტს "ტვ პირველმა" სავარაუდოდ, მოქმედი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, მმართველი პარტიის დამფუძნებლის შვილის, ბერა ივანიშვილისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი გაავრცელა. საუბარი სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო სკოლის მოსწავლის მიმართ განხორციელებულ ძალადობას შეეხებოდა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში