დროა, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დასრულდეს - ევროპარლამენტარები

09 მარტი 2021, 22:29 1005 ნახვა

ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს საკითხის განხილვა მიმდინარეობს. ევროპარლამენტარები ქართულ პოლიტიკურ სპექტრს დიალოგისკენ მოუწოდებენ.

„სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ წევრების განცხადებით, დროა, დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი საქართველოში, ქვეყნის სტაბილურობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.

სვენ მიქსერის განცხადებით, მოვუწოდებ კოლეგებს, დაარწმუნონ ქართველი მეგობრები, რომ სჭირდებათ დემოკრატიულ საპარლამენტო პროცესში ჩართვა, არ შესწირონ ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები რომელიმე პარტიის მოკლევადიან ინტერესებს.

"მნიშვნელოვანია, რომ ექვსპუნქტიანი გეგმა, რომლებზეც პარტიები შეთანხმდნენ, იყოს განხილული ყოვლისმომცველად და სისტემატურად. შექმნილი კრიზისი გარდა, ის ეხება ასევე საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს. და ბოლოს მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური განსხვავებები და უთანხმოებები გადაიჭრას დემოკრატიული საპარლამენტო დებატების ფორმატში. მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგას, მოახდინონ გავლენა ქართველ მეგობრებზე და მოსაუბრებზე პოლიტიკური სპექტრიდან და დაარწმუნონ ისინი, რომ მათ სჭირდებათ დემოკრატიულ საპარლამენტო პროცესში ჩართვა და არ შესწირონ ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები რომელიმე პარტიის მოკლევადიან პოლიტიკურ ინტერესებს“, - განაცხადა სვენ მიქსერმა.

მარინა კალიურანდის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკოსებმა სამომავლო ამოცანებზე ორიენტირება უნდა მოახდინონ.

''მინდა აღვნიშნო შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი, მისი ჩართულობა და კრისტიან დანიელსონის დანიშვნა. ეს ის მკაფიო გზავნილია, რომ ევროკავშირი არა მხოლოდ განცხადებებს აკეთებს, არამედ საჭიროებისამებრ ჩართულია პროცესში. დასაკარგი დრო არ არის. მოვუწოდებ საქართველოს ყველა პოლიტიკურ აქტორს, წინ დააყენონ ხალხი და კონცენტრირდნენ სამომავლო ამოცანებზე, მათ შორის პროევროპულ რეფორმებზე, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე“,- განაცხადა მარინა კალიურანდმა.

ჟოზეფ ბორელი განცხადებით, საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება მზარდი პოლარიზაციის გამო, შეშფოთებას იწვევს, ყველა მხარემ ხელი უნდა შეუწყოს კომპრომისის მიღწევას.

„საქართველო ევროკავშირის წამყვან ასოცირებულ პარტნიორად რჩება. ჩვენ საქართველოსთან ამბიციური ასოცირების შეთანხმება გვაქვს. სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მზარდი პოლარიზაციის გამო. სიტუაცია რისკს უქმნის საქართველოს დემოკრატიას. მე ვიმეორებ ჩვენს მყარ შეხედულებას, რომ ახლა მნიშვნელოვანია, ყველა პარტიამ ყველაფერი გააკეთოს, რომ მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია, ერთად მივიდნენ საერთო აზრამდე. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ახლახანს იყო საქართველოში და ჰქონდა შესაძლებლობა, შეხვედროდა პრეზიდენტს, პრემიერსა და ოპოზიციას. ის ჩართული იყო პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკებაში. უკან დაბრუნებელმა კი მან გამოაცხადა, რომ ბატონი კრისტიან დანიელსონი ჩართული იქნება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი მედიაციის პროცესში. ჩვენ ველოდებით ქართული პარტიების პროგრესს ამ დიალოგში", - აცხადებს ჟოზეფ ბორელი.

ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, საქართველოში ჩვენს მეგობრებს მოვუწოდებ, ხელიდან არ გაუშვან ეს შესაძლებლობა

„დემოკრატიის სიმწიფე ნიშნავს არჩევნების გამჭვირვალობას, კანონის უზენაესობას, სასამართლოს არაპოლიტიზაციას და სამართლიან საპარლამენტო პროცესს. ორივე მხარეს მოვუწოდებ, დაიწყონ ქცევა, როგორც ეს ნამდვილ ევროპელებს შეეფერება. მივესალმები შარლ მიშელის ჩართულობას. ვიმედოვნებ, რომ საქართველოში ჩვენს მეგობრებს ესმით, რომ ეს ევროკავშირის უმაღლესი დონის ჩართულობაა და საქართველოში ჩვენს მეგობრებს მოვუწოდებ, ხელიდან არ გაუშვან ეს შესაძლებლობა“, - განაცხადა კუბილიუსმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში