დებატები ევროპარლამენტში

10 მარტი 2021, 11:56 734 ნახვა

დებატები ევროპარლამენტში საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების შესახებ. საკითხი საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგში ევროპელი დეპუტატების ინიციატივით შევიდა. საქართველოს შესახებ მოხსენება წაიკითხა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა. მისი თქმით, „სამწუხაროდ, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება უკანასკნელი თვეების განმავლობაში სერიოზული შეშფოთების მიზეზს იძლევა მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციის გამო. ყურადღება გაამახვილეს ბოლო წლების განმავლობაში დემოკრატიის დაღმასვლაზე, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე, შარშანდელი 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებელ პირობებზე და, სულ ბოლოს, ნიკა მელიას დაპატიმრებაზე, რამაც ევროპელი დეპუტატების შეფასებითაც, ღრმა ჩიხში შეიყვანა ისედაც რთული პოლიტიკური პროცესი. ევროპარლამენტის წევრმა, ირლანდიელმა დეპუტატმა ხელმძღვანელობას ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე დუმილის გამო უსაყვედურა კიდეც. ევროკავშირი პრიორიტეტად ხედავს დემოკრატიის კონსოლიდირებას, მათ შორის საარჩევნო რეფორმას, პოლიტიკურ სტაბილურობასა და ინკლუზიურ საპარლამენტო პროცესს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში