არჩევნების შემდეგ დღის წესრიგში მთავრობის დაკომპლექტება დგება

31 ოქტომბერი 2016, 00:00 2883 ნახვა

ახალი მოწვევის უმაღლესმა საბჭომ უფლებამოსილებიდან 10 დღის ვადაში მთავრობის თავმჯდომარე უნდა დაამტკიცოს აჭარის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს, რომელიც სულ 21 დეპუტატითაა დაკომპლექტებული, უფლებამოსილების ცნობიდან 10 დღის ვადაში, მთავრობის თავმჯდომარე დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. თუ უმაღლესი საბჭო არ დაამტკიცებს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია 10 დღის ვადაში აჭარის ავტონომიური უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინოს იგივე ან სხვა კანდიდატურა“. თუ უმაღლესმა საბჭომ ზედიზედ ორჯერ არ დაამტკიცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია დაითხოვოს უმაღლესი საბჭო.

ამავე კატეგორიაში